09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
მსოფლიო ბირჟებმა სამუშაო კვირა რეკორდული ვარდნით დაასრულეს

მსოფლიო ბირჟებმა სამუშაო კვირა რეკორდული ვარდნით დაასრულეს. ვაჭრობის დახურვის დროს დოუ ჯონსის ინდექსი 531 პუნქტით დაეცა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

საგრძნობლად გაუფასურდა სხვა კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულებაც.

ექსპერტები მომხდარს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნას უკავშირებენ.

ერთი ბარელი WTI-ის მარკის ნავთობის ფასი უკვე 40 დოლარზე ნაკლებია, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი კი 45 დოლარი და 20 ცენტი ღირს.

 
დღის ამბები