14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
სასამართლო პროცესზე პირველი მოთხოვნა იქნება სასჯელისგან საერთოდ გათავისუფლება - სააკაშვილის ადვოკატი

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე?  - კლინიკა "ვივამედი" ყოფილი პრეზიდენტის დედამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი. აქვს სისუსტე და სრული უმადობა, მიუღებლობა. თავს ძალას ატანს. სასამართლოს იმედი მაქვს, პროცესს ველოდები," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ადვოკატების ინფორმაციით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მთავარი ყურადღება ახლა ოთხშაბათის სხდომისკენაა მიმართული. ადვოკატების თქმით, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ შუამდგომლობას, ისინი სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

დაცვის მხარეს აქვს 2 შუამდგომლობა. ადვოკატი ითხოვს, როგორც სასჯელის გადავადებას, ასევე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელისგან სრულად გათავისუფლება მოხდეს.

"ჩვენ ყველას, მათ შორის, მსჯავრდებულს გვქონდა სტრატეგია რომ მოგვეთხოვა სასჯელის გადავადება და არაა სასჯელისგან გათავისუფლება. მაგრამ შემდეგ როდესაც უცხოელი ექსპერტები ჩაერთნენ, აღმოჩნდა ისეთი დაავადებები, რომელიც კრიტიკული, მძიმე შინაარსის იყო. ვინაიდან დაავადება არის უკიდურესად მძიმე, ამიტომ პირველი მოთხოვნა იქნება სასჯელისგან საერთოდ გათავისუფლება. მეორე მოთხოვნა არის - მძიმე დაავადებები, რომელიც მას აქვს არაერთი, სამართლებრივი საფუძველი ითვალისწინებს სასჯელის მოხდის გადავადებას," - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა "კურიერთან". 

დღის ამბები