09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
იაპონია რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გაუქმებას ფიქრობს

იაპონიამ შესაძლოა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი გააუქმოს. მიზეზი დიმიტრი მედვედევის კურილიის სადავო კუნძულებზე ჩასვლაა.

რუსეთის პრემიერ–მინისტრის სამუშაო ვიზიტის გამო პროტესტის გამოსახატად იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რუსეთის ელჩს ტელეფონით დაუკავშირდა.

ოფიციალური ტოკიოს შეფასებით, ამ ვითარებაში მხარეები უმაღლეს დონეზე დიალოგის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. ამიტომ, სავარაუდოდ, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტის თარიღი გადაიხედება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში თვის ბოლოს უნდა ჩასულიყო.

 
დღის ამბები