09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
გერმანია შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება

გერმანია შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.

განცხადება ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მიზეზი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისია.

გავრცელებული ცნობით, წელს გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 800 ათასი მიგრანტი მიმართავს, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობაა.

გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, თუ კანონს ყველა ერთნაირად არ დაიცავს, მაშინ შენგენის ზონას საფრთხე დაემუქრება.

 
დღის ამბები