09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
კოპენჰაგენის ხელოვნების მუზეუმიდან როდენის ნამუშევარი მოიპარეს

დანიელი სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ, რომლებმაც კოპენჰაგენის ხელოვნების მუზეუმიდან ოგიუსტ როდენის ნამუშევარი მოიპარეს.

ძარცვა ივლისში მოხდა, თუმცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ორი ეჭვმიტანილი ფიგურირებს, გამოძიებამ ახლა გაავრცელა.

მოპარულია 25 სანტიმეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება სახელწოდებით "კაცი გატეხილი ცხვირით".

სკულპტურა 266 ათას ევროდ არის შეფასებული.

 
დღის ამბები