09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
რუსეთი, ყირიმის გარდა, უკრაინის 8 რეგიონის ანექსიას გეგმავს - პეტრე პოროშენკო

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის ალბათობა კიდევ უფრო იზრდება, - განცხადება ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ ხარკოვის ოლქში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი სამხედრო ტექნიკა გადასცა.

მისი თქმით, ახლა უკრაინული არმია უკეთ მომზადებულია, ვიდრე ერთი წლის წინ და მზად არის, მტრის შეტევაც მოიგერიოს.

პოროშენკოს თქმით, სამხედრო საფრთხე აღმოსავლეთ რეგიონებში ათწლეულები იარსებებს, რადგან მოწინააღმდეგე, ყირიმის გარდა, უკრაინის კიდევ 8 რეგიონის ანექსიას გეგმავდა.

 
დღის ამბები