09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე ადამიანი გადაარჩინა. მიგრანტები ლიბიიდან ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას 18 ნავით ცდილობდნენ, რომელთაგანაც 4 რეზინის იყო.

დახმარების შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში იტალიის სანაპირო დაცვის 7 გემი ჩაერთო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა. უცნობია, ნავებზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობაც.

გაეროს მონაცემებით, წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასამდე არალეგალი დაიღუპა.

 
დღის ამბები