09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თეირანმა ახალი რაკეტა შექმნა

ირანის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთი–ხმელეთის ტიპის ახალი რაკეტა წარადგინა. რაკეტას შეუძლია, სამიზნეს აბსოლუტური სიზუსტით 500 კილომეტრის მანძილზე მისწვდეს.

პრეზენტაციას ირანის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ჰასან როუჰანის თქმით, თეირანი ძალაუფლების გამოყენებას არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ გეგმავს. თუმცა, მისივე შეფასებით, ირანის შეიარაღებული ძალების სიძლიერე მშვიდობისა და ეფექტური დიპლომატიის წინაპირობაა.

თავდაცვის უწყებამ ახალი რაკეტა წარმატებით უკვე გამოსცადა და უახლოეს მომავალში მის მასობრივ წარმოებას დაიწყებს.

 
დღის ამბები