09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ამსტერდამი–პარიზის მატარებლში მამაკაცის შეიარაღებული თავდასხმის ამსახველ კადრებს CNN ავრცელებს

ტელეკომპანია CNN ამსტერდამი–პარიზის მატარებლის შიდა კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალაში თავდასხმის შემდეგ პირველი წუთებია ასახული.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ჩქაროსნულ მატარებელში 3 ადამიანი დაჭრა, თუმცა მისი შეჩერება ამერიკელმა მგზავრებმა შეძლეს.

26 წლის მაროკოელი სამართალდამცველებმა ქალაქ არასის სადგურში დააკავეს, რის შემდეგაც პარიზში პროკურატურის ანტიტერორისტულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელის შესახებ საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური ინფორმაციას ფლობდა, თუმცა თავად დაკავებული ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირს უარყოფს. ის, სავარაუდოდ, სირიაშიც იმყოფებოდა.

თავდასხმის დროს მატარებელში 550–ზე მეტი ადამიანი იყო.

 
დღის ამბები