09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ამსტერდამი-პარიზის მატარებელში მომხდარი სროლის კადრები მგზავრებმა გადაიღეს

ტელეკომპანია CNN ამსტერდამი–პარიზის მატარებლის შიდა კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალაში თავდასხმის შემდეგ პირველი წუთებია ასახული.

მომხდარი მატარებელში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ჩქაროსნულ მატარებელში 3 ადამიანი დაჭრა, თუმცა მისი შეჩერება ამერიკელმა მგზავრებმა შეძლეს.

26 წლის მაროკოელი სამართალდამცველებმა ქალაქ არასის სადგურში დააკავეს, რის შემდეგაც პარიზში პროკურატურის ანტიტერორისტულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ესპანეთის სპეცსამსახურის მტკიცებით, თავდამსხმელი ისლამისტური დაჯგუფების წევრია და სირიაშიც იმყოფებოდა.

დაკავებული ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მატარებლის მგზავრების გაძარცვას გეგმავდა.

თავდასხმის დროს მატარებელში 550–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან იუგ ანგლადი, რომელიც მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები