კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდში, "რეალის" კუთვნილ სამწვრთნელო ცენტრ "ვალდებებასზე" ივარჯიშა.
გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიელმა სესია ცალკე გამოყოფილ, დახურულ მოედანზე გამართა. რონალდუ სათამაშო ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავს, სანამ ახალ კლუბში გადავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.