09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
მორიგი ავიაკატასტროფა - დაღუპულია 7 დაშავებულია 14 ადამიანი

7 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას დიდ ბრიტანეთში. ტრაგედია დასავლეთ სასექსის საგრაფოში, ავიაშოუს დროს მოხდა. ბომბდამშენი მოულოდნელად მაგისტრალზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ამ დროისთვის ნაპოვნია 7 დაღუპულის ცხედარი, თუმცა მაშველები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

საავადმყოფოში 14 დაშავებულია გადაყვანილი, მათ შორის თვითმფრინავის პილოტიც, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

 

 

 

 
დღის ამბები