09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ლუკაშენკომ 6 პოლიტპატიმარი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი შეიწყალა

ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 პოლიტპატიმარი შეიწყალა.

გათავისუფლებულთა შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი.

ის ციხეში 2010 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით იმყოფებოდა.

არ არის გამორიცხული, რომ სტატკევიჩმა ბელარუსში ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს, რომელსაც დიდხანს ელოდნენ.

 

 
დღის ამბები