09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები განახლდა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ კრიზისის დარეგულირების მიზნით, მოლაპარაკებები განაახლეს.

სეულისა და ფხენიანის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა დემილიტარიზებულ დონაში უკვე მეორე დღეა იმართება.

დახურულ კარს მიღმა დაწყებული კონსულტაციის პირველი რაუნდი 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის კონკრეტული შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მონაწილეების მტკიცებით, მათ არსებული კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს.

ფხენიანი სეულისგან საზღვარზე ანტიკომუნისტური პროპაგანდის ტრანსლირების შეწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლის გახსნით იმუქრება.

 

 

 
დღის ამბები