09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
გერმანიაში ანტისაემიგრაციო აქცია მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა

გერმანიაში ანტისაემიგრაციო აქცია მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა.

უკვე ორი დღეა დრეზდენის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰაიდენაუში, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ულტრა მემარჯვენე რადიკალები ქალაქში მიგრანტების მასობრივ ჩასვლას აპროტესტებენ.

მათ სამართალდამცველებსა და ავტობუსებს, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ, ბოთლები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკების შედეგად 31 სამართალდამცველი დაშავდა. 

 

 

 
დღის ამბები