გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები, გამოვლენილია გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.