09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში პროვოკაციებს არ გამორიცხავს

დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ოდესაში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების დროს სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი თავდასხმების მოწყობას სადგურებზე გეგმავდნენ. ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას არ გამორიცხავენ აღმოსავლეთ რეგიონებშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლი 78–ჯერ გაუხსნეს. შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.

 
დღის ამბები