თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად, სიღნაღელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 18 წლის მათე ბეჟიაშვილია.
ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კუსტარული წესით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან, მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვას ემსხვერპლა.
ბეჟიაშვილი, თბილისში, ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი იყო და ბინაში ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ახალგაზრდის ცხედარი უკვე მშობლიურ სოფელშია გადასვენებული, სადაც დაკრძალავენ.