17 ივნისი 2024,   17:21
ვრცლად
სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოვლინდა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოვლინდა დაბა გომისმთაში. აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთები მიითვისეს, რითაც სახელმწიფო, დაახლოებით, 350 ათასი ლარით აზარალეს. საუბარია 1500-კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

ნაკვეთები, სასამართლოს განაჩენით, სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა.

დღის ამბები