19 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
წალენჯიხაში კაცმა მამას სასტიკად სცემა - დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 წლის მამაკაცმა მამას სასიკვდილოდ სცემა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  მოძალადე შვილი დაკავებულია. 

"კურიერის" ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები