09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები დღეს ბერლინში შეხვდებიან

საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები დღეს ბერლინში შეხვედრას გამართავენ. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი ქვეყნის აღმოსავლეთით მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე იმსჯელებენ.

ძალადობა დონბასში უკვე რამდნიმე კვირაა გრძელდება. ამბოხებულები მარიუპოლის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რომლის გავლითაც ისინი ყირიმთან დაკავშირებას შეძლებენ.

უკრაინაში არსებული ვითარების გარდა, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ევროპაში მიგრანტების ნაკადის ზრდასა და მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზეც ისაუბრებენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები