09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
უკრაინაში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინაში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მიიღებს მონაწილეობას.

დილით უკრაინის პირველი პირი და სხვა თანამდებობის პირები შევჩენკოსა გრუშევსკის ძეგლებს გვირგვინებით შეამკობენ. მოგვიანებით კი მაიდანზე დამოუკიდებლობის მარში გაიმართება.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უმაღლესმა რადამ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო. მას შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა სწორედ ამ დღეს აღინიშნება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები