დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა საზოგადოებას მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ფონდმა წელს 50 დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება, რაზეც 520 ათასი ლარი დაიხარჯა. ფონდი დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა საჭიროების დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს.
პრეზენტაციას ამერიკის ელჩი დაესწრო.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღევანდელ საღამოს ვიმყოფები ამ ღონისძიებაზე, სადაც აღვნიშნავთ ამ მამაცი ადამიანების ცხოვრებას. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ომში დაშავებული ჯარისკაცებისთვის. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ამ ცენტრს და ასევე ამ ფონდის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს რომ დაშავებულმა ჯარისკაცებმა გაიარონ რეაბილიტაცია," - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.