09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
აფეთქებათა სერია იაპონიაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე

აფეთქებათა სერია იაპონიაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე. შემთხვევის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს ებრაული სატელევიზიო არხის ჟურნალისტი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება სამხედრო ბაზის ერთ-ერთ საწყობში მოხდა. ცეცხლი, დაახლოებით, 900 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ამჟამად აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა ქალაქ საგამიჰარაში მდებარეობს.

უცნობია აფეთქების მიზეზები. ბაზის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 
დღის ამბები