თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძმები კაკულიების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები, თუმცა მათი ვინაობა ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ დღემდე გამოკითხული მოწმეები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.
"ვართ პროკურატურის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, თუმცა ვიტყვი, რომ მოწმეთა სია ნელ-ნელა მცირდება. იარაღს, რომლის შეძენა-შენახვა-ტარება ბრალად აქვთ შერაცხული. ეს მტკიცებულება გახლავთ პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის რელევანტური. არ დასტურდება მისი შეძენა და ტარება საქმეზე. ამას ადასტურებს როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენები,"-აცხადებს მარიამ შათირიშვილი.
გუგა და დავით კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.