09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ანდჟეი დუდა ნატო-სცენტრალურ ევროპაში სამხედრო ბაზების განლაგებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ნატო-ს ცენტრალურ ევროპაში სამხედრო ბაზების განლაგებისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ ანდჟეი დუდამ ესტონეთის დედაქალაქში გააკეთა, სადაც პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

პოლონეთის ლიდერი ტალინში თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა, მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ მხოლოდ ალიანსის პოტენციალის გაზრდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ანდჟეი დუდას შეფასებით, მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ნორმების დარღვევას არ უნდა შეურიგდნენ და ახალ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხონ.

 
დღის ამბები