09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
დიმიტრი მედვედევის კურილიის სადავო კუნძულზე ჩასვლას იაპონიის პრემიერმინისტრი "სამწუხაროს" უწოდებს

კურილიის სადავო კუნძულზე დიმიტრი მედვედევის ჩასვლას იაპონიის პრემიერმინისტრი "სამწუხაროს" უწოდებს. სინძო აბეს განცხადებით, სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა ტოკიოს ინტერესში შედის, ამიტომ, ვიზიტის მიუხედავად, ის მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებას გააგრძელებს.

დიმიტრი მედვედევის სტუმრობის გამო იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ოფიციალური ტოკიოს პროტესტს რუსეთის ვიცეპრემიერიც გამოეხმაურა. დიმიტრი რაგოზინმა იაპონელებს დასამშვიდებლად ხარაკირის ჩატარება ურჩია. 

 
დღის ამბები