28 აგვისტო 2026,   04:31
ვრცლად
რითი ვაბიჯებთ ამ ახალ წელში? იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი უფლებადამცველები სასამართლო პროცესების დაჩქარებას მოითხოვენ და სურთ, რომ მოსამართლემ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოკლე ვადებში განიხილოს. ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს კლინიკა "ვივამედთან", სადაც ყოფილი პრეზიდენტი უკვე მოინახულეს გიული ალასანიამ და ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

"მდგომარეობა არის მძიმე და სამწუხაროდ, მიხდება სულ ერთი და იმავეს გამეორება, რომ ძალიან სასწრაფოა, იმიტომ, რომ ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე არ მომეწონა, რა თქმა უნდა, ახლა ასეთი გადადება იმიტომ, რომ როცა არის განსაკუთრებული შემთხვევა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა, მითუმეტეს როცა ახალი წელი მოდის და მერე მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისედაც ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია, კი ბატონო, მაგრამ რითი ვაბიჯებთ ამ ახალ წელში? იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები