30 აგვისტო 2026,   12:23
ვრცლად
პოლიციელი ჩაკეტილ სახლში მარტოდ დარჩენილი 8 თვის ბავშვის გამოსაყვანად, ბინაში მეზობლის აივნიდან გადაძვრა - შემთხვევა რუსთავში მოხდა

პოლიციის თანამშრომელმა ჩაკეტილ სახლში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვის გადასარჩენად, მე-5 სართულის ბინაში მეზობლის აივნიდან გადაძვრა - ინფორმაციას და ვიდეომასალას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.

ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.

დღის ამბები