09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
არეულობა მილანში - მიგრანტები თავშესაფრის პირობებს აპროტესეტებენ

აფრიკელი მიგრანტების აქცია მილანში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასობით დემონსტრანტი იმ დროებითი თავშესაფრების პირობებს აპროტესტებდა, რომელშიც მათ დოკუმენტების მიღებამდე უწევთ ცხოვრება.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიგრანტებმა ქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და საპროტესტო შინაარსის პლაკატები გამოფინეს.

სამართალდამცველებმა მიგრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ბანაკში დაბრუნება ისე აიძულეს. 

 
დღის ამბები