ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლო სხდომა 30 დეკემბრის 11:00 საათზე ჩაინიშნა.
"დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ავადმყოფობის გამო," - განაცხადა დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა რევაზ ჩხეიძემ.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოეკითხათ. დანაშაულზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი. ნაწილს გამოძიება ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება.
მკვლელობის ბრალდება დავით ჯიჯეიშვილს აქვს წარდგენილი. 20 წლის მირიან კუკავა დაბადების დღის წვეულებაზე ზაფხულში მოკლეს.
"დაახლოებით 10 მოწმეა გამოკითხული და ინტენსიურ რეჟიმში ტარდება პროცესები," - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილი