09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში აღლუმით აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიევის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო აღლუმით დაიწყო. ხრეშჩატნიკზე 2 ათას 500-მა უკრაინელმა სამხედრომ ჩაიარა, მათ შორის იყვნენ ის ჯარისკაცებიც, რომლებიც დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობენ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღლუმზე გამოსვლის დიდი ნაწილი რუსეთის აგრესიაზე საუბარს დაუთმო.

საზეიმო ღონისძიებების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ პეტრო პოროშენკო ბერლინში გაემგზავრა. გერმანიის დედაქალაქში ის მოლაპარაკებებს გამართავს ანგელა მერკელთან და ფრანსუა ოლანდთან.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

 
დღის ამბები