დედაქალაქი საახალწლო გალაკონცერტისთვის ემზადება. სამ სხვადასხვა სცენაზე მრავალფეროვანი, ორსაათიანი მუსიკალური პროგრამა, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ღონისძიება ევროპის მოედანზე გაიმართება.
გენერალური რეპეტიცია გვიან ღამით დასრულდა. საახალწლო ნომრებისთვის უკვე ყველაფერი მზადაა.