09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თურქეთში წყალდიდობით გამოწვეული ორი შენობის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში წყალდიდობით გამოწვეული ორი შენობის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა.

ართვინის პროვინციის გუბერნატორის თქმით, მოვარდნილმა წყალმა მოგლიჯა ხეები, დატბორა ქუჩები და წყალი სახლებში შევარდა.

17 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. პროვინციის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამჟამად ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 
დღის ამბები