09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
აშშ F22 ტიპის თვითმფრინავებს ევროპაში აგზავნის

შეერთებული შტატები  F22 ტიპის თვითმფრინავებს ევროპაში აგზავნის. განცხადება ამის შესახებ ამერიკის საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ჯეიმსმა, გააკეთა.

მისივე თქმით, მიზანი პარტნიორებთან ერთად წვრთნების ჩატარებაა.

F22–ების გაგზავნა ევროპაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საპასუხო რეაქციად განიხილება, რომელიც ნატო–ს წევრ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს.

თვითმფრინავების განლაგების კონკრეტული ადგილი და თარიღი არ სახელდება.

 
დღის ამბები