27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ლიზა ქისტაურის დედა შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა "რადიო თავისუფლებასთან" არ ადასტურებს მისი შვილის გარდაცვალებას.

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი.

ინფორმაცია ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ დღეს გავრცელდა, ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება ადგილობრივ პოლიციას ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

სატელეფონო საუბრის დროს, რადიო თავისუფლებას გაესაუბრა არღვლიანის ახლობელი, ნანა გოცირიძე და თქვა, რომ ჯერ არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით, ოჯახის წევრებმა, პოლიციამ არ იცის ჯერ“, - ამბობს გოცირიძე და ამატებს: „აქაც ხომ არიან კეთილისმსურველები, ასეთი ინფორმაციით წავედით. მაგრამ მივედით და გავარკვიეთ, ყველა დეტალს გვეუბნებიან არ გვიმალავენ... არის თუ არა ის, რომელ რიცხვში, არაფერი დაემთხვა, რაც გვანახეს არ არის და წამოვედით“.

დღის ამბები