09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
პოროშენკომ მერკელსა და ოლანდს დონბასში არსებული ვითარება გააცნო

პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს დონბასში არსებული ვითარება გააცნო. მოლაპარაკებების ოფიციალური ნაწილი ბერლინში 45 წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ლიდერებმა დიალოგი ვახშამზე განაგრძეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა და უკრაინის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს.

ანგელა მერკელის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ სრულდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა სრულყოფილად იყოს დაცული.

მისივე განცხადებით, დონბასში ვითარების დასარეგულირებლად მუშაობა არსებული ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

 

 
დღის ამბები