09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონს შესაძლოა, ჯო ბაიდენი შეურთდეს

საპრეზიდენტო მარათონს შესაძლოა, შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, შეუერთდეს.

მას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება  ჯერ არ გაუკეთებია.

თუმცა, გავრცელებული ცნობით, სწორედ ამ თემაზე  ჯო ბაიდენმა და ბარაკ ობამამ თეთრ სახლში სადილის დროს ისაუბრეს და მის გეგმებს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა.

ამერიკული პრესა ასევე წერს, რომ, სავარაუდოდ, ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენებს.

ბაიდენი გავლენიან დემოკრატ სენატორს, ელიზაბეტ უორენს, შეხვდა. ცნობილია, რომ უორენი ჰილარი კლინტონის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს.

 
დღის ამბები