19 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
თოვისა და უამინდობის გამო, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი გვიან ღამემდე იყრებოდა

თოვისა და უამინდობის გამო, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი გვიან ღამემდე იყრებოდა. 

"თბილსერვის ჯგუფმა" ამ დროისთვის, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი უკვე გამოიყენა. გზების გაწმენდის სამუშაოებში უწყების 150-მდე თანამშრომელი და 27 ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ თოვის გაგრძელების შემთხვევაში პროცესი მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.

დღის ამბები