19 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
"ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებოსაცო, ეს ნორმალურია?!" - ნინო ნადირაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ერთ-ერთი ექთანი პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა. საქმე კი ე.წ. სააკაშვილის სიას ეხება.

"ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებოსაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი სიკეთე დასჯადია?!" - წერს ნინო ნადირაძე.

დღის ამბები