09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
უკრაინაში შეტაკებებია - დაღუპულია ორი ჯარისკაცი, ცხრა კი დაჭრილია

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია. ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ინფორმაციით, გასული დღე–ღამის განმავლობაში შეტაკებებს ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 9 კი დაიჭრა.

შეტევა სამთავრობო ძალების პოზიციებზე მარიუპოლთან ახლოს განხორციელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი მარიუპოლის ორი გარეუბნის მიმართულებით გახსნეს.

მათი სამიზნე გახდა ავდეევკაც. შეტევის შედეგად დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები