19 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
2023 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

2023 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო მსახიობის ჯილდოები კოლინ ფარელს, მიშელ იეოს, ოსტინ ბატლერს, ქეით ბლანშეტსა და ზენდაიას გადაეცათ. საპატიო ოქროს გლობუსები გადაეცათ მსახიობ ედი მერფისა და რეჟისორ რაიან მერფის. საუკეთესო დრამატული ფილმი ფაბერმენები გახდა.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი, ამავე ფილმის ავტორმა სტივენ სპილბერგმა მიიღო. ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ზელენსკის ვიდეომიმართვაც გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა საკუთარ მიწაზე რუსულ აგრესიას შეაჩერებს და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.

დღის ამბები