31 აგვისტო 2026,   16:26
ვრცლად
რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება - სხდომას ყოფილი პრეზიდენტი ონლაინ არც დღეს დაესწრება

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება. სხდომას ყოფილი პრეზიდენტი ონლაინ არც დღეს დაესწრება. დაიკითხებიან ამერიკელი ექსპერტები, კონკრეტულად, მოხდება გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის და ჯეიმს კობის გამოკითხვა.

მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას, რომლითაც ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გაუქმებას, ან გადავადებას მოითხოვენ.

ადვოკატები სასამართლოს, პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში გამართვის შუამდგომლობით მიმართავენ.

დღის ამბები