17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"ბატონების" რიტუალები, მცხეთური ღვეზელი და აპოხტის ხინკალი - ნახეთ, რა შეემატა არამატერიალური კულტურული ძეგლების სიას

ღვეზელი, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი. მცხეთური ღვეზელის ამ სიაში მოხვედრას საქართველოში არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში დამცინავი რეაქციები მოყვა. ისევე, როგორც ამავე სიაში "ბატონებთან" დაკავშირებული რიტუალური ქმედებების, სიმღერისა და წეს-ჩვეულებების შეტანას.

საქართველომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია გააფართოვა და ძეგლის სტატუსი აპოხტის ხინკალის მომზადების, ასევე რთველის, ქართული ხორბლის და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიციასაც მიანიჭა.

საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს შეუერთდა.

კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები. სია საკმაოდ ვრცელია მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. მაგალითად სომხეთში არამატერიალურ კულტურის ძეგლთა ნუსხაშია ლავაშის გამოცხობა.

დღის ამბები