რა უნდა გაკეთდეს ფოთში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების დროულად მოსაგვარებლად? - ამ თემაზე გვიან ღამით მერიაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე მსჯელობდნენ.
ფოთში ძლიერი ქარის გამო წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია. ადგილზე მერიის სამსახურები და "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკიპაჟები მუშაობენ. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიაც. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას მარიის ცხელ ხაზზე დაკავშირება შეუძლია.