19 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ - გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, იქნება რეპლიკებიც, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა. სასტიკი დანაშაული ყოფილმა პოლიციელმა დაკავების დღეს აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა.

დღის ამბები