09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
უკრაინელ რეჟისორს რუსეთში 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

უკრაინელ რეჟისორს როსტოვის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 39 წლის ოლეგ სენცოვს ყირიმში ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

მასთან ერთად გაასამართლეს ყირიმელი აქტივისტი ალექსანდრე კოლჩენკო, რომელსაც მოსამართლემ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათ სასამართლო დარბაზში უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს.

სენცოვიც და კოლჩენკოც მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ და საკუთარ თავს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.

უკრაინელი რეჟისორი რუსებმა შარშან მაისში ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააპატიმრეს.

სენცოვს მაშინვე მხარი დაუჭირეს ცნობილმა რეჟისორებმა მაიკლ ლიმ და პედრო ალმოდოვარმა, რომლებმაც კოლეგის გათავისუფლება მოითხოვეს. 

 

 

 

 
დღის ამბები