ფოთში უამინდობის გამო მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. გაიწერა კონკრეტული გეგმა.
ფოთში ძლიერი ქარის გამო წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია. ადგილზე მერიის სამსახურები და "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები მუშაობენ.
ძლიერ ქარსა და მის შედეგებს ებრძვიან სენაკში, ხობსა და ზუგდიდშიც. მერიების შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად, სპეციალური კომისიები ზარალს ითვლიან.
სტიქიის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.