მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში - ძლიერი ქარის გამო ქუთაისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადახდილია შენობების სახურავები, წაქცეულია ხეები, რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია.
ღამით ქარმა 70-მდე შენობის სახურავი და ათამდე მანქანა დააზიანა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება.
ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.