19 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ბანკის მხარდაჭერით, თებერვლის ბოლოს საქართველოში პირველი ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.

საქართველოში აღნიშნული ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს. 

საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა ორ რაუნდად ჩატარდება - პირველი ეტაპი თბილისის სკოლებისთვის 26 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლებისთვის 27-28 თებერვალს სკოლებში გაიმართება. 

პირველი რაუნდის ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან ონლაინ ტესტირებას და 40 წუთის განმავლობაში 25 დახურულ შეკითხვას გასცემენ პასუხს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას ეროვნულ რაუნდში მიიღებენ.

ოლიმპიადის მეორე რაუნდი ივნისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც ახალგაზრდებს ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პანელურ დისკუსიებში, შეხვდნენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს, გაიღრმავონ ცოდნა და დაამყარონ ახალი კავშირები.

ეროვნულ რაუნდში მონაწილეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე, ათი წარმატებული მოსწავლე კი გასაუბრებას გაივლის ეროვნული რაუნდის ჟიურისთან.

ჟიურის მიერ შერჩეული ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და გაემგზავრება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში.

საქართველოსბანკი, როგორცმაღალიკორპორაციულისოციალურიპასუხისმგებლობისმქონეორგანიზაცია,აქტიურადაგრძელებსახალგაზრდებისგანვითარებისთვისმნიშვნელოვანიპროექტებისგანხორციელებას, მაღალიხარისხისგანათლებისმისაღებადსაჭირორესურსებისშექმნასდარეგიონებშიმცხოვრებიახალგაზრდებისთვისგანათლებაზეხელმისაწვდომობისზრდას, რაცფინანსურიინსტიტუტისმიერმხარდაჭერილპროექტებშიგამოიხატება.

ჩვენმიგვაჩნია, რომეკონომიკური, ფინანსურიდასამოქალაქოგანათლებისხელშეწყობაქვეყნისუკეთესიმომავლისშექმნისსაწინდარია. სწორედამიტომ, საქართველოსბანკისმხარდაჭერით, საქართველოშიპირველადგაიმართებაეკონომიკისოლიმპიადადავიმედოვნებთ, რომესინიციატივამნიშვნელოვანიწინგადადგმულინაბიჯიიქნება, რომელიცხელსშეუწყობსახალგაზრდებშიეკონომიკისადმიინტერესისგაღრმავებასდასამოქალაქოცნობიერებისმქონესაზოგადოებისჩამოყალიბებას“, - აღნიშნავსსაქართველოსბანკის CSR მიმართულებისხელმძღვანელითამარგოჩაშვილი.

ოლიმპიადაშიმონაწილეობისმისაღებად, დაინტერესებულმამასწავლებლებმაუნდადაარეგისტრირონსკოლადამონაწილეობისმსურველიმე-10, მე-11 დამე-12 კლასისმოსწავლეები, ხოლოოლიმპიადისდღესშეასრულონკოორდინატორისფუნქცია.

ოლიმპიადაზერეგისტრაციაუკვედაიწყო დაგანაცხადებისმიღება 17 თებერვალსდასრულდება.

რეგისტრაციისთვისგადადითბმულზე

ოლიმპიადისშესახებდეტალურიინფორმაციისმისაღებადეწვიეთვებგვერდს.

ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ოლიმპიადის სპონსორები არიან Economic Fundamentals Initiative (EFI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).

 

(R)

დღის ამბები